четверг, 24 декабря 2009 г.

მხატვრული სიტყვის დიდოსტატები


  1. პროექტის სახელი:მხატვრული სიტყვის დიდოსტატები,
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: X-XI კლასის მოსწავლეები მოიძიებენ მსოფლიოში ცნობილი მხატვრული სიტყვის დიდოსტატების ბოიგრაფიულ ცნობებს, შემოქმედებას, მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ვიზუალურ მასალას.
  3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ მსოფლიოში ცნობილი მხატვრული სიტყვის დიდოსტატების ბოიგრაფიულ ცნობებს, შემოქმედებას, მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ვიზუალურ მასალას.შეიქმნება სათანადო სლაიდ-შოუები, რომელთა პრეზენტაცია ჩატარდება სათანადო კომენტარების თანხლებით. მოსწავლეებს შევთავაზებთ იმ მწერლების ბოიგრაფიისა და შემოქმედების მოძიებას, რომლებიც მათ სჭირდებათ ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე. მაგალითად, დანტე ალიგიერი, შექსპირი, ბაირონი, მიცკევიჩი და სხვები.
  4. მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 2009-2010 სასწავლო წლის II სემესტრი,თებერვლის თვე.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პრეზენტაცია,
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება საპრეზენტაციო მასალის კრებულის როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ვერსია. ეს იქნება ტექსტობრივი მასალა, ფოტოები, ვიდეორგოლები, სლაიდ-შოუები, რაც ხელს შეუჭყობს ქართული ლიტერატურის უკეთ შესწავლას, მსოფლიო ლიტერატურასთან მისი კავშირების გათავისებას.
  8. სარგებელი სხვებისთვის:მასალას გაეცნობიან მოსწავლეები, მასწავლებლები და ამ საკითხით დაინტერესებული სხვა პირები.ერთად შეგროვილ მასალას მასწავლებელიცა და მოსწავლეები გამოიყენებენ შემდგომ მუშაობაში, საკონფერენციო და სამეცნიერო შრომების მომზადების დროს.
  9. სამუშაო ენა: ქართული,
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:კავშირი საქართველოს ისტორიასთან, მსოფლიო ისტორიასთან, ხელოვნებასთან, გეოგრაფიასთან.
  11. პროექტის ფასილიტატორი: პროფ. ლელა ახალაია
  12. ფასილიტატორის ელფოსტა:lela.akhalaia@gmail.com
  13. პროექტის ფორუმი:
  14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://lela-akhalaia.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий