- პროექტის სახელი:მხატვრული სიტყვის დიდოსტატები,
- პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: X-XI კლასის მოსწავლეები მოიძიებენ მსოფლიოში ცნობილი მხატვრული სიტყვის დიდოსტატების ბოიგრაფიულ ცნობებს, შემოქმედებას, მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ვიზუალურ მასალას.
- პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ მსოფლიოში ცნობილი მხატვრული სიტყვის დიდოსტატების ბოიგრაფიულ ცნობებს, შემოქმედებას, მათ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ვიზუალურ მასალას.შეიქმნება სათანადო სლაიდ-შოუები, რომელთა პრეზენტაცია ჩატარდება სათანადო კომენტარების თანხლებით. მოსწავლეებს შევთავაზებთ იმ მწერლების ბოიგრაფიისა და შემოქმედების მოძიებას, რომლებიც მათ სჭირდებათ ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე. მაგალითად, დანტე ალიგიერი, შექსპირი, ბაირონი, მიცკევიჩი და სხვები.
- მონაწილეთა ასაკი:15-16 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა: 2009-2010 სასწავლო წლის II სემესტრი,თებერვლის თვე.
- პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: პრეზენტაცია,
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება საპრეზენტაციო მასალის კრებულის როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ვერსია. ეს იქნება ტექსტობრივი მასალა, ფოტოები, ვიდეორგოლები, სლაიდ-შოუები, რაც ხელს შეუჭყობს ქართული ლიტერატურის უკეთ შესწავლას, მსოფლიო ლიტერატურასთან მისი კავშირების გათავისებას.
- სარგებელი სხვებისთვის:მასალას გაეცნობიან მოსწავლეები, მასწავლებლები და ამ საკითხით დაინტერესებული სხვა პირები.ერთად შეგროვილ მასალას მასწავლებელიცა და მოსწავლეები გამოიყენებენ შემდგომ მუშაობაში, საკონფერენციო და სამეცნიერო შრომების მომზადების დროს.
- სამუშაო ენა: ქართული,
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:კავშირი საქართველოს ისტორიასთან, მსოფლიო ისტორიასთან, ხელოვნებასთან, გეოგრაფიასთან.
- პროექტის ფასილიტატორი: პროფ. ლელა ახალაია
- ფასილიტატორის ელფოსტა:lela.akhalaia@gmail.com
- პროექტის ფორუმი:
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://lela-akhalaia.blogspot.com
четверг, 24 декабря 2009 г.
მხატვრული სიტყვის დიდოსტატები
Подписаться на:
Сообщения (Atom)